ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თერჯოლაში ავარიის შედეგად ორი ავტომობილი დაიწვა

17 ივლისი, 2012 • ხათუნა მაისურაძე • 54

თერჯოლაში ავარიის შედეგად ორი ავტომობილი დაიწვა

ორი ავტომობილი დაიწვა თერჯოლაში, სოფელ ბარდუბნის გადასახვევთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილია 7 ადამიანი. ასევე, დაშავებულია რამდენიმე პიროვნება. მათ სხეულზე მძიმე დამწვრობა აღენიშნებათ.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა დაეჯახა. აქედან ორი „მერსედესის“ მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და „შკოდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი დაიწვა, ხოლო BMW-ს მარკის ავტომობილი დაზიანდა.

„მანქანები იმდენად ძიერად დამწვარია, ზუსტად ვერ ხერხდება მარკის დადგენა. საიდან მოდიოდნენ ან სად მიდიოდნენ ავტომანქანები, უცნობია. დაშავებულები სასწრაფოს მანქანებმა წაიყვანა,“ – ამბობს თვითმხილველი მირიან ბეღელაძე.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო სამსახურის თანამშრომლები.

დაზარალებულები ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებეში არიან გადაყვანილნი.

თეგები: ავარიამსხვერპლიხანძარი