ამ წუთებში ზესტაფონში, „ჯორჯიან მარგანეცის“ თანამშრომლები ქარხნის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტრო აქციას მართავენ. 800–მდე დასაქმებული ხელფასების 50%–ით გაზრდას ითხოვს. ამ დროისთვის მათი საშუალო ხელფასი 400–ლარიდან 600–ლარამდე მერყეობს.
ამ წუთებში ისინი ქარხნის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან. რომლებმაც პირველი შეთავაზება აქციის მონაწილეების მისამართით უკვე გააკეთეს. ადმინისტრაციამ მუშებს ხელფასის 35%–ით გაზრდა და 10% –ს პრემიას დაჰპირდა. თუმცა აქციის მონაწილეები ამ შეთავაზებას არ დათანხმდნენ.
ქარხნის თანამშრომლების მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.