ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

24 ივლისი, 2012 • ნიუპრესი • 52

ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

დღეს, 24 ივლისს ქუთაისში, 19:00-დან 22:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბუხაიძის, ი. აბაშიძის, ბუხაიძის II მიკრო-რაიონისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს. აგრეთვე, აქ განთავსებულ ჯანდაცვისა და ადმინისტრაციულ დაწესებულებებს.

დღეს, 24 ივლისს ქუთაისში, 19:00-დან 22:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მ/ძ ქვესადგურ „სათაფლიას“ მომხმარებლებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოება.

სამუშაოების პროცესში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბუხაიძის, ი. აბაშიძის, ბუხაიძის II მიკრო-რაიონისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს. აგრეთვე, აქ განთავსებულ ჯანდაცვისა და ადმინისტრაციულ დაწესებულებებს. ჯამში დაახლოებით 5200 აბონენტს.

„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილ 110/35/6 კვ ქვესადგურ „სათაფლიაში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიის სპეციალისტებმა კაპიტალური რემონტი ჩაუტარეს 16 მეგავატიან #2 ძალოვან ტრანსფორმატორს. ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება გამანაწილებელ მოწყობილობებს, მთლიანად აღდგება 35 კვ ფრთა, რაც ენერგოკომპანიას საშუალებას მისცემს აღნიშნული ქვესადგურიდან მომხმარებლის ენერგომომარაგება უფრო სტაბილურად და ხარისხიანად განახორციელოს,“ – აღნიშნავენ კომპანიაში.

თეგები: ელექტროენერგიასარეაბილიტაციო სამუშაოებიშეზღუდვა