21 მარტს, ტყეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კრწანისის ტყე-პარკში ხეების დარგვისა და დასუფთავების აქცია გაიმართა. გამწვანების აქციაში, გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე-ნინო თანდილაშვილთან და ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელ ალექსანდერ კარნერთან ერთად, ტრადიციულად ჩაერთო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ორგანიზაცია CENN-ის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით და ორგანიზებით ხეების დარგვისა და დასუფთავების პარალელურად, ველური ბუნების სააგენტოს მიერ ტყეპარკში არსებულ ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ტური მოეწყო.
გამწვანების აქციაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ჩაერთო
22 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1
თეგები: თვითმმართველობა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები