ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წინასაარჩევნოდ მზარდი სოციალური პროგრამები

1 აგვისტო, 2012 • თეკლა მორგოშია • 17

წინასაარჩევნოდ მზარდი სოციალური პროგრამები

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოციალაური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი გაზარდა. კერძოდ, სამედიცინო დახმარების პროგრამა 40 000 ლარი დაემატა, მედიკამენტებით დახმარების პროგრამას – 20 000 ლარი, ხოლო მატერიალური დახმარების პროგრამა 10 000 ლარით გაიზარდა.

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი გაზარდა. კერძოდ, სამედიცინო დახმარების პროგრამა 40 000 ლარი დაემატა, მედიკამენტებით დახმარების პროგრამას – 20 000 ლარი, ხოლო მატერიალური დახმარების პროგრამა 10 000 ლარით გაიზარდა.

სოციალური პროგრამებისთვის თანხის დამატება ადგილობრივ ბიუჯეტში შესული ცვლილებების საფუძველზე მოხდა, რომელიც ქუთაისის საკრებულომ გუშინ, საგანგებოდ გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 685 000 ლარით გაიზარდა. აქედან, 320 00 ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან შევიდა, 215 000 ლარი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიდან, ხოლო 150 000 ლარი დასუფთავების მოსაკრებელიდან.

თეგები: ბიუჯეტიბიუჯეტში ცვლილებებისოციალური პროგრამები