გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გამარჯვებაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს. ადგილზე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პირველი მოადგილე-დავით კარგარეთელი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი-ვახტანგ გაგუა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი-ზურაბ ჩიტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები იმყოფებოდნენ. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “დინ გრუპი” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, რეგიონალური განვითარების ფონდის დაკვეთით ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, სოფლის შესასვლელი 2 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოასფალტდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გამარჯვებაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
1 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1
თეგები: თვითმმართველობა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები