სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები იზრდება [R]

22 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 23

საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების  მაჩვენებლები იზრდება [R]

ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის პირველ სამ თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7.3 %-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავალი სატვირთო გადაზიდვებიდან კი 14%-ით. 2021-ში 2020 წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 33%-ით გაიზარდა, მისგან მიღებული შემოსავალი კი 42%-ით. რაც შეეხება საკონტეინერო გადაზიდვებს, მაჩვენებლები აქაც ზრდადია. 2021 წლის პირველ სამ თვეში წინა წელთან შედარებით საკონტეინერო გადაზიდვებში 3.5%-იანი ზრდა ფიქსირდება, მისგან მიღებულმა შემოსავალმა კი 8%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი კვარტლის შედეგები ბოლო 6 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

თეგები: ეკონომიკარეკლამა