ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

,,საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანია, ვინც იცის რა მოხდა რეალურად აგვისტოში“

7 აგვისტო, 2012 • ხათუნა მაისურაძე • 43

,,საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანია, ვინც იცის რა მოხდა რეალურად აგვისტოში“

კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა აგვისტოს ომის თემაზე პარტიის აქტივთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, აუცილებელია აქტივისტებმა იცოდნენ ,,ქართული ოცნების“ პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად, რათა შეძლონ ოპონენტებთან გამკლავება.

,,აუცილებელია ჩვენმა აქტივმა იცოდეს, თუ რა მოხდა რეალურად აგვისტოს ომში, რათა აღარ გაუჭირდეთ ჩვენს მიმართ წამოსულ ბრალდებებთან გამკლავება. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხელისუფლების მხრიდან გვბრალდება, რომ გვაქვს განსხვავებული შეხედულება ამ ომთან დაკავშირებით. მე ამ სფეროში კარგად ვერკვევი და საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანია, ვინც იცის რა მოხდა რეალურად აგვისტოს ომში. ეს სამუშაო შეხვედრაა და არანაირი წინასაარჩევნო დატვირთვა არ აქვს“ – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაიწყო ომი. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ომმა გამოიწვია შეუქცევადი პროცესები და საქართველო დაზარალდა. ახლა კი, აუცილებელია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.

თეგები: აგვისტოს ომიპაატა ზაქარეიშვილიქართული ოცნება