ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

NDI–ს დახურული შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“ ქუთაისში

13 აგვისტო, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 17

NDI–ს დახურული შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“ ქუთაისში

NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი მონიკა ლე როი დღეს, „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. როგორც კოალიციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, საუბრის თემას წინასაარჩევნო პროცესები და ამ პროცესში არსებული დარღვევები წარმოადგენდა.

„ქალბატონი მონიკა ლე როი დაინტერესდა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობით, საარჩევნო სიებით, იმ დარღვევებით, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს. სადამკვირვებლო მისია დაინტერესებულია იმით, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ და თანაბარ პირობებში. უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი მონიკა საკმაოდ ინფორმირებული აღმოჩნდა მიმდინარე პროცესების შესახებ. როგორც მან განაცხადა, სადამკვირვებლო მისია დაფუძნდება დასავლეთ საქართველოში და ის იქნება ჩვენი ხშირი სტუმარი,“ – აღნიშნა კოალიციის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა გია ქობალიანმა.

თავად, NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა მონიკა ლე როიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი არ გააკეთა.

თეგები: NDIდამკვირვებლებიქართული ოცნება