ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მიტოვებული სამუშაოს მიზეზით ფალიშვილის ქუჩა მოირწყა

30 აგვისტო, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 20

მიტოვებული სამუშაოს მიზეზით ფალიშვილის ქუჩა მოირწყა

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, წიგნების ბაზრობის ტერიტორიაზე, ამ წუთებში, სასმელი წყალი იღვრება. წიგნებით მოვაჭრეების განცხადებით, აღნიშნულ ადგილას გუშინ მუშები ასრულებდნენ სამუშაოებს.

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, წიგნების ბაზრობის ტერიტორიაზე, ამ წუთებში, სასმელი წყალი იღვრება. წიგნებით მოვაჭრეების განცხადებით, აღნიშნულ ადგილას გუშინ მუშები ასრულებდნენ სამუშაოებს. მათი ვარაუდით, სწორედ ამ დროს მოხდა წყლის მილის დაზიანება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის–ცენტრში აცხადებენ, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია და სარემონტო ჯგუფი დღის მეორე ნახევარში განაგრძობს სამუშაოებს.

თეგები: სამუშაოებიქუთაისიწყალი