ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საარჩევნო კანონდარღვევა ამ დროისთვის არ ფიქსირდება

4 სექტემბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 19

ქუთაისში საარჩევნო კანონდარღვევა ამ დროისთვის არ ფიქსირდება

წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ქუთაისის #59 საოლქო კომისიაში ამ ეტაპზე საჩივრები არ შესულა. კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი საჩივრების არარსებობას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ საარჩევნო კამპანია ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა.

„მაჟორიტარობის კანდიდატები მხოლოდ ახლა იწყებენ კამპანიას. შესაბამისად, ამ დროისათვის ისეთი დარღვევა არ არის, რომელზედაც საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებდა,“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ სარჩევნო კამპანია გახსნილად მიმდინარე წლის 1 აგვისტოს გამოცხადდა. ხოლო საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 1 ოქტომბერს ჩატარდება.

თეგები: არჩევნებისაოლქო საარჩევნო კომისიასაჩივრები