ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე დასუფთავების აქციას შეუერთდა

14 სექტემბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 25

ქუთაისი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე დასუფთავების აქციას შეუერთდა

„დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო! – ასეთია იმ აქციის სახელწოდება, რომელიც ქუთაისში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. დასუფთავების აქციაში სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„მესამე წელია რაც საქართველო შეუერთდა მთელს მსოფლიოში მიმდინარე დასუფთავების აქციას. მისი მიზანია ადამიანებს ვაჩვენოთ, რომ არ არის აუცილებელი ტერიტორიის დანაგვიანება. აქცია ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რასაც ერთგვარი გათვლაც აქვს. ბევრი ადამიანი არ არის ნამყოფი ამ ადგილას. ამიტომ, ვცდილობთ დასუფთავების გარდა, ბოტანიკური ბაღით მოსახლეობის დაინტერესებასაც შევუწყოთ ხელი,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენელი ქუთაისში თემურ კეპულაძე.

კამპანი „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ყოველწლურად სექტემბრში ტარდება. მასში 130 ქვეყანა და 35 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს.

თეგები: ბოტანიკური ბაღიდასუფთავების აქციამწვანეთა მოძრაობა