ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მესხიშვილის თეატრმა სლოვენიაში ორი სპექტაკლი წარადგინა

27 ნოემბერი, 2021 • ნიუპრესი • 27

მესხიშვილის თეატრმა სლოვენიაში ორი სპექტაკლი წარადგინა

სლოვენიური თეატრი ქუთაისში მომავალი წლის მაისსი ჩამოვა..

ევროკავშირის თეატრალური გაცვლითი პროგრამების ფარგლებში (European theater network European Theater Convention), სლოვენიის იტალიასთან მოსაზღვრე ქ. ნოვო-გორიცაში გაიმართა ქუთაისის ლადო მესხიშვილის აკადემიური თეატრის სპექტაკლები: „დუპლეტი“ (ვაცლავ ჰაველისა და ჰაროლდ პინტერის პიესების მიხედვით) და ეჟენ იონესკოს „კუ+კოკინა“ .

2022 წლის მაისში, ევროკავშირის იმავე პროგრამის ფარგლებში, სლოვენიური თეატრი საპასუხო გასტროლებს გამართავს ქუთაისში.
მკაცრი კოვიდ-რეგულაციების მიუხედავად, ქუთაისის თეატრის გასტროლებმა წარმატებით ჩაიარა და სპექტაკლებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

თეგები: კულტურა