ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში პატიმართა წამების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო ტალღა მსვლელობით დასრულდა

19 სექტემბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 46

ქუთაისში პატიმართა წამების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო ტალღა მსვლელობით დასრულდა

ამ წუთებში ქუთაისის #2 ციხესთან დასრულდა მსვლელობა, რომელშიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება და რიგითი ადამიანები მონაწილეობდნენ. აღნიშნული მსვლელობით მონაწილეებმა პატიმრების წამების ფაქტები გააპროტესტეს.

მსვლელობა დღეს, 19:30 წუთზე „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისიდან დაიწყო.

მსვლელობა მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით აქტიური კი იმ ქუჩებზე იყო, სადაც პოლიიცის განყოფილებებია განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოების პროტესტი გუშინ, ტელეკომპანია მეცხრე არხის საშუალებით გავრცელებულმა ვიდეო მასალამ გამოიწვია, რომელიც გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატმრრების წამებას ასახავდა.

აღნიშნული მასალის გავრცელებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

ქუთაისში აქცია ქალაქში მდებარე #2 ციხესთან გაიმართა.

თეგები: ადამიანის უფლებებიპატიმრებიციხე