ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საპროტესტო აქციები ყოველ დღე, ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება

20 სექტემბერი, 2012 • ხათუნა მაისურაძე • 39

ქუთაისში საპროტესტო აქციები ყოველ დღე, ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება

წამების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს დღეს ქუთაისში, არასამთავრობო ორგანზაციების და მედიის წარმომადგენლებმა პრესის სახლის წინ. აქციის 30 – მდე მონაწილემ ქუჩაში ცოცხალი ჯაჭვი შეკრა.

წამების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს დღეს ქუთაისში, არასამთავრობო ორგანზაციების და მედიის წარმომადგენლებმა პრესის სახლის წინ. აქციის 30 – მდე მონაწილემ ქუჩაში ცოცხალი ჯაჭვი შეკრა.

,,ჩვენ ვაპროტესტებთ ყოველგვარ ძალადობას. შემზარავია, რაც ქართულ ციხეებში ხდება. ხელისუფლებას მანამდე უნდა მიეხედა ამ საქმისთვის, მსგავს მდგომარეობამდე რომ არ მივსულიყავით. არა წამებას და ძალადობას, ესაა ჩვენი მთავარი მოთხოვნა” – აღნიშნა ჟურნალისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ქუთაისში საპროტესტო აქციები ყოველ დღე, დღის 12:00 საათზე გაიმართება და ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მონაწილეები სიმბოლურად შავ მაისურებს ჩაიცვამენ ლოზუნგით ,,არ აწამო”.

აქციები ქალაქში არსებული პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლო შენობების წინ გაიმართება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილეთან დასრულდება.

თეგები: ადამინათა უფლებებიაქციაპატიმრები