ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პროკურატურამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

27 სექტემბერი, 2012 • ნიუპრესი • 23

პროკურატურამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ქუთაისის #16 ციხეში პატიმართა წამებაში მხილებული პირების დაკავების თაობაზე არასწორია. რადგან, რეალურად ქუთაისში #16 ციხე არ არსებობს.

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ქუთაისის #16 ციხეში პატიმართა წამებაში მხილებული პირების დაკავების თაობაზე არასწორია. რადგან, რეალურად ქუთაისში #16 ციხე არ არსებობს.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის იურისტი რეზო თოფურია.

თოფურიას თქმით, #16 საპყრობილე რუსთავში მდებარეობს და არა ქუთაისში.

„#16 საპყრობილე, რომელიც ნახევარად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას წარმოადგენს, ქუთაისში არ მდებარეობს,“ – ამბობს რეზო თოფურია.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში შეცდომაა დაკავებულ პირებთან დაკავშირებითაც.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული არიან ქუთაისის მე-16 საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია, ამავე საპყრობილის მორიგე ინსპექტორები ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.

თუმცა, ზურაბ რუხაია და დავით ნარსია ქუთაისის #2 ციხეში მუშაობდნენ.

თეგები: დაკავებაპროკურატურაციხე