ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მესხიშვილის თეატრის მმართველმა საკრებულოს დეპუტატობაზე უარი თქვა

28 სექტემბერი, 2012 • ხათუნა მაისურაძე • 45

მესხიშვილის თეატრის მმართველმა საკრებულოს დეპუტატობაზე უარი თქვა

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნება. მან დღეს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობაზე უარი თქვა.იგი ქუთაისის საკრებულოში 2010 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით.

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნება. მან დღეს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობაზე უარი თქვა.

მესხიშვილის თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე აცხადებს, რომ ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს, რის გამოც მან ქუთაისის საკრებულო დატოვა.

გიორგი სიხარულიძე ქუთაისის საკრებულოში 2010 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით.

აქვე ცნობილი ხდება, რომ მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს არჩევნების შემდეგ განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ თეატრში ახალი სეზონი „ბამბაზიის სამოთხით“ გუშინ უნდა გახსნილიყო, რომელიც ჩავარდა. თეატრში გაითიშა შუქი.

“ბამბაზიის სამოთხე” აფხაზეთის ტრაგედიას ეხება და რთული თემაა. ჩვენ მსახიობებს, როგორც ხელოვანებს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს და პიროვნებებს, სპექტაკლის დაწყებამდე გვინდოდა ორიოდე სიტყვა გვეთქვა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ძალადობის ფაქტები გაგვეპროტესტებინა. თუმცა თეატრში ელექტორენერგია გამოირთო და აღარ მოვიდა. შემდეგ მოხდა ის, რომ ჩვენ გარეთ გამოვედით და სეზონი აღარ გაიხსნა”, – განაცხადა მსახიობმა დავით როინიშვილმა.

როგორც თეატრის მსახიობები ამბობენ, ხელისუფლებამ განზრახ ჩაშალა სპექტაკლი, რადგან მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ სპექტაკლზე დასის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები და მიმართვები უნდა გაკეთებულიყო.
დავით როინიშვილის თქმით, მესხიშვილის თეატრში ახალი სეზონი პოლიტიკური ვითრების მოწესრიგებისა და არჩევნების შემდეგ გაიხნება.

თეგები: ახალი სეზონითეატრიპროტესტი