ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მორიგი დაკავება ქუთაისის ციხეში წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით

29 სექტემბერი, 2012 • ნიუპრესი • 23

მორიგი დაკავება ქუთაისის ციხეში წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს, 29 სექტემბერს დაკავებულ იქნა ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი ირაკლი ამირანაშვილი.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს, 29 სექტემბერს დაკავებულ იქნა ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი ირაკლი ამირანაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე პატიმართა წამებისა და გაუპატიურების, ასევე არაადამინური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია 19 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილისა და ქუთაისის მე-2 საპყრობილის დირექტორები და ამავე საპყრობილეების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ დამატებით გახდება ცნობილი.

თეგები: დაკავებაციხეწამება