ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კონფლიქტი #119–ე საარჩევნო უბანთან

1 ოქტომბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 24

კონფლიქტი #119–ე საარჩევნო უბანთან

ე.წ. „კარუსელების“ დატრიალების მიზეზით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის, ხელჩართული ჩხუბი გაიმართა ქუთაისში, 119–ე საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ე.წ. „კარუსელების“ დატრიალების მიზეზით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის, ხელჩართული ჩხუბი გაიმართა ქუთაისში, 119–ე საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები „ნიუპრესთან“ საუბარში ჰყვებიან, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან დგას სამარშრუტო ტაქსები, საიდანაც „ნაციონალების“ აქტივისტი ქალბატონები „კარუსელის“ დატრიალებას ახორციელებენ. კერძოდ, ისინი წინასწარ შემოხაზული ბიულეტენებს აძლევენ ამომრჩევლებს და უბნიდან ცარიელი ბიულეტენები გამოაქვთ.

აღნიშნულ უბანზე იმყოფება ქუთაისის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური სიიით“ გია გოქაძე. „ეს იყო „ოცნების“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. არანაირ „კარუსელს“ ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებს გოქაძე „ნიუპრესთან საუბარში.

ამავე უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ჯიქია. აქვე გამოჩნდნენ „მედია ჯგუფის“ წევრებიც.

კონფლიქტი ამ დროისთვის ამოწურულია.

თეგები: გაყალბებადაპირისპირება