ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ამომრჩეველთა 23%–ზე მეტი არჩევნებზე უკვე მივიდა

1 ოქტომბერი, 2012 • თეა ზიბზიბაძე • 21

ქუთაისში ამომრჩეველთა 23%–ზე მეტი არჩევნებზე უკვე მივიდა

12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისის #59–ე სარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 23,65%–მა (38 942 ამომრჩეველი) ხმა უკვე მისცა.

12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისის #59–ე სარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 23,65%–მა (38 942 ამომრჩეველი) ხმა უკვე მისცა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კლდიაშვილის თქმით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალია, გასული, 2010 წლის არჩევნებთან შედარებით. გიორგი კლდიაშვილის თქმით, ქუთაისის #59–ე საარჩევნო ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, საჩივარი არ შესულა. “შესაძლოა უბნებზე იყოს უკვე საჩივრები, თუმცა ჩვენ ამის მონაცემები ჯერ არ გვაქვს. არჩევნები ყოველგვარი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. მცირედი ხარვეზები რაც უბნებზე ფიქსირდება, უბნებზე მყოფ დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორის დაპირიპირებით არის გამოწვეული,” – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

თეგები: ამომრჩევლებიარჩევნრები 2012მონაცემები