15:00 საათის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის #59–ე საარჩევნო ოლქში ხმა ამომრჩეველთა 32%–მა მისცა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, დღევანდელ არჩევნებზე ბევრად მაღალი აქტივობა იქნება გასული წლების არჩევნებთან შედარებით. ავთანდილ ოსეფაიშვილი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული დღეს, 17:00 საათისთვის ქუთაისში არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობამ 2008 წლის მთლიან მონაცემებს გადააჭარბობს. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 42.73% შეადგინა. მაშინ ქუთაისში 158 397 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ამ დროისთვის ქუთაისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 163 129 შედაგენს.
15:00 საათის მდგომარეობით ქუთაისში ამომრჩეველთა 32%–მა მისცა ხმა
1 ოქტომბერი, 2012 • ია ბობოხიძე • 16
15:00 საათის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის #59–ე საარჩევნო ოლქში ხმა ამომრჩეველთა 32%–მა მისცა.
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები