ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო

2 ოქტომბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 17

ქუთაისის საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს, არჩევნების პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო.

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს, არჩევნების პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო. თუმცა საჩივრების განხილვის შედეგად, #95 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გაფრთხილება მიეცა. რადგან აღნიშნულ უბანზე ხმა იმ პიროვნებამ მისცა, რომელიც ამომრჩეველთა სიის მიხედვით საკონსულოში აღრიცხვაზე იმყოფებოდა. თუმცა პიროვნება აცხადებდა, რომ საქართველოში ერთი წლის წინ დაბრუნდა.

ამ ეტაპზე სხვადასხვა დარღვევასთან დაკავშირებით ქუთაისის საოლქო კომისიაში 12 საჩივარია შესული. მათი ნაწილი კომისიამ უკვე განიხილა. ოსეფაიშვილის თქმით, არჩევნები ქუთაისში დასრულდა, ხოლო საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებასა და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა. არჩევნების შედეგებით მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარი კანდიდატი გუბაზ სანიკიძე ლიდერობს. გაერთიანებას ამომრჩეველთა ხმების 57.36% შეხვდა, ხოლო სანიკიძეს მხარი ამომრჩეველთა 54.13%-მა დაუჭირა.

რაც შეეხება „ნაცინალურ მოძრაობას“ , მას ხმების 36.08% შეხვდა, ხოლო „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გია თევდორაძემ 36.96% აიღო. საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ქუთაისში მესამე პოზიციაზე „ქრისტიან-დემოკრატები“ იმყოფებიან, რომელთაც ამომრჩეველთა ხმების 3.4 % შეხვდათ, ხოლო მათი მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ახვლდიანმა ხმათა 5.86 %-ის მოპოვება შეძლო.

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებული დარღვევების განხილვა ხვალ გაგრძელდება. ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საოლქო კომისიაში საჩივრის შესატანად 3 დღის ვადა აქვთ.

თეგები: ამომრჩეველისაარჩევნო დარღვევასაოლქო კომისია