October 3, 2012

თერჯოლაში “ქართული ოცნების” წევრებმა საოლქო კომისიაში შეჭრა სცადეს

ამ წუთებში, თერჯოლის #49–ე საოლქო საარჩევნო კომისიაში “ქართული ოცნების” წევრებმა შენობაში შეჭრა სცადეს, მაგრმა ისინი სამართალდამცავებმა შეაჩერეს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა საოლქო კომისიაში შეჭრა მას შემდეგ გადაწყვიეს, როდესაც კომისიამ “ქართული ოცნების” საჩივარი არ დააკამყოფილა თერჯოლის #34 სპეც უბნის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით.

თერჯოლაში #34 სპეც საარჩევნო უბნის გაუქმებას „ქართული ოცნების“ თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაალ გოგსაძე ითხოვს. რადგან მისი განცხადებით, აღნიშნულ უბანზე ხმის მისაცემად სხვა რეგიონების ამომრჩევლები მიიყვანეს.

შედეგების მიხედვით, #34–ე საარჩევნო უბანში ხმების 48.78%–ით „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბუცხრიკიძე ლიდერობს, „ოცნების” კანდიდატს ხმების 45.45% აქვს მიღებული.

ამ წუთებში თერჯილის #49–ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან სპეცრაზმია მობილიზებული.