ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია ორი უბნის შედეგებს თავიდან ითვლის

5 ოქტომბერი, 2012 • თეა ზიბზიბაძე • 21

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია ორი უბნის შედეგებს თავიდან ითვლის

დღეს, 15:00 საათზე, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია ორი საარჩევნო უბნის ხმებს თავიდან დაითვლის. საუბარია ქუთაისის #86 და #89–ე საარჩევნო უბნებზე, რომელთა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსია.

დღეს, 15:00 საათზე, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია ქუთაისის ორი საარჩევნო უბნის ხმებს თავიდან დაითვლის. საუბარია ქუთაისის #86 და #89–ე საარჩევნო უბნებზე, რომელთა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსია. კერძოდ, ბიულეტენების რაოდენობა მეტია არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაზე. #89–უბანზე დისბალანსია მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში, სადაც ბიულეტენთა რაოდენობა 15–ით აჭარბებს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას. ხოლო #86–ე უბანზე დისბალანსია პროპორციულ შემაჯამებლ ოქმში, სადაც 4–ით მეტი ბიულეტენია დაფიქსირებული. გარდა აღნიშნული შემაჯამებელი ოქმებისა, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღესვე სხვა ხარვეზიანი შემაჯამებელი ოქმები განიხილა. რომელთაგან ზოგიერთზე ასევე, ბალანსი არ დგებოდა, ზოგან კი შემაჯამებელ ოქმებს არ ქონდათ ბეჭდები. თუმცა, კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმების განხილვისას აღმოჩნდა, რომ ოქმებზე არსებული დარღვევები ტექნიკური ხარვეზები იყო, რაც ჩანაწერთა წიგნის გახნის შემდეგ დადასტურდა. რის გამოც, ხმების თავიდან გადათვლა აღარ გახდა საჭირო. თუმცა, აღნიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, შენიშვნის და გაფრთხილების სახით.

თეგები: არჩევნები 2012საოლქო კომისიაშედეგები