ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ციხეებში მონიტორინგს 50–კაციანი ჯგუფი განახორციელებს

8 ოქტომბერი, 2012 • თეა ზიბზიბაძე • 17

ციხეებში მონიტორინგს 50–კაციანი ჯგუფი განახორციელებს

საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24–საათიან მონიტორინგს მომავალი კვირიდან 50 კაციანი ჯგუფი განახორციელებს.
მონიტორინგის ჯგუფი საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან არის შექმნილი.

საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24–საათიან მონიტორინგს მომავალი კვირიდან 50 კაციანი ჯგუფი განახორციელებს. მონიტორინგის ჯგუფი საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან არის შექმნილი. ჯგუფთან შეხვედრა გამართა დღეს სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა. ციხეების მონიტორინგისათვის მინისტრი 50 კაციანი ჯგუფის წევრებისთვის 2012 წლის ბოლომდე სპეციალურ საშვს გასცემს. რომლის მიხედვითაც, მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24 საათიანი მონიტორინგის განხორციელება შეეძლებათ. ქუთაისიდან ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრები არიან გაზეთ “ახალი გაზეთის” მთავარი რედაქტორი ია ბობოხიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია “არგუსის” თავმჯდომარე მანანა მანაგაძე.

თეგები: მონოტორინგისასკეაღსრულების მინისტრიციხეები