ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობა ამ წუთებში ქუთაისს სტუმრობს

16 ოქტომბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 18

საპარლამენტო უმრავლესობა ამ წუთებში ქუთაისს სტუმრობს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ წუთებში ქუთაისში მდებარე ახალ პარლამენტს სტუმრობენ.
საქართველოს ახალი, მე–8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში არსებულ ვითარებას ეცნობიან.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ წუთებში ქუთაისში მდებარე ახალ პარლამენტს სტუმრობენ.

საქართველოს ახალი, მე–8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში არსებულ ვითარებას ეცნობიან.

როგორც შენობაში შესვლი წინ, „ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, კიდევ ერთხელ შეამოწმებენ რამდენად მზად არის პარლამენტის შენობა პირველი სხდომის ჩასატარებლად. ასევე, გაესაუბრებიან პარლამენტის აპარატში დასაქმებულ პირებს.

მედიასაშუალების წარმომადგენლებს ამ დროისთვის შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ. როგორც პარლამენტის პრესსამსახური მაკა გიგაური აცხადებს, გადაწყვეტილება ჟურნალისტების შენობაში შესვლის თაობაზე პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ უნდა მიიღოს.

სავარაუდოდ, ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატები ჟურნალისტებს შენობიდან გამოსვლის შემდეგ გაესაუბრებიან.

ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოში, მე–8 მოწვევის პარლამენტის პირეველი სხდომა, 2012 წლის 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

თეგები: პარლამენტისაკანონმდებლო ორგანოქუთაისი