სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები პენსიის ოდენობის დახმარებას მიიღებენ

12 დეკემბერი, 2022 • ნიუპრესი • 25

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები პენსიის ოდენობის დახმარებას მიიღებენ

აღნიშნულის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა.

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები საპენსიო ასაკამდე სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ჯგუფის ადამიანები პენსიის ოდენობის სოციალური დახმარების მიღებას საპენსიო ასაკამდე 5 წლით ადრე შეძლებენ.

სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვთ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებულ პირებს, რომლებმაც მიაღწიეს 60 წლის ასაკს და სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისთვის გააჩნიათ ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობის უწყვეტი სტაჟი და აგრძელებენ შრომით საქმიანობას მიწისქვეშა შახტებსა და მაღაროებში ან ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ წყვეტენ შრომით ურთიერთობას.

რაც შეეხება შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ქალებს, ისინი ზემოთაღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სოციალური დახმარების მიღებას 55 წლის ასაკიდან შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ სოციალური დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ხოლო შემდეგ შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები ჩვეულებრივ სახელმწიფო პენსიის მიღებას შეძლებენ.

თეგები: მაღარო