ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ახალრეაბილიტირებულ მოედანზე ფილებს თავიდან აგებენ [photo]

20 ოქტომბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 22

ქუთაისის ახალრეაბილიტირებულ მოედანზე ფილებს თავიდან აგებენ [photo]

ქუთაისის ახალრეაბილიტირებულ მოედანზე მუშები კვლავ სარემონტო სამუშაოებს ასრულებენ. სამუშაოები მოედანზე არსებული შადრევნის წინ ხორციელდება, სადაც მუშები რამდენიმე თვის წინ დაგებულ ფილებს იღებენ და თავიდან აგებენ.

რეაბილიტირებულ ობიექტზე სამუშაოების საჭიროების მიზეზად მუშები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ „შადრევანთან მიწამ დაიწია და დაჯდა. სხვა არაფერია,“- ამბობენ მუშები.

ქუთაისის ცენტრალური მოედნის სრული რეაბილიტაცია 5 მილიონამდე ლარი დაჯდა. რეაბილიტირებული ობიექტი კი მიმდინარე წლის 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწულზე პრეზიდენტმა საზეიმო ვითარებაში გახსნა.

თეგები: მოედანირეაბილიტაციაქუთაისი