ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ცოტნე გამსახურდია „ნაციონალების“ შეთითხნილი დანაშაულის მსხვერპლია“

21 ოქტომბერი, 2012 • ანა ჯანაშია • 16

“ცოტნე გამსახურდია „ნაციონალების“ შეთითხნილი დანაშაულის მსხვერპლია“

პარლამენტის შენობის წინ, დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის წევრები, ცოტნე გამსახურდიას განთავისუფლების მოთხოვნით გამოვიდნენ. მათი თქმით, ახალმა მთავრობამ აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების თემას გადახედოს.

,,სირცხვილია, როცა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის შვილი ციხეში ზის. თანაც უდანაშაულოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას საქართველო უყვარს“, – განმარტავს აქციის მონაწილე ლილი მოწყობილი.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მტკიცებით, ცოტნე გამსახურდია „ნაციონალების“ ,,შეთითხნილი დანაშაულის“ მსხვერპლია.

,,კარგად გამოიძიონ ცოტნე გამსახურდიას საქმე და მიხვდებიან, რომ ეს ადამიანი შეთითხნილი დანაშაულის გამო ისჯება. იმედი მაქვს, ახალი მთავრობის წევრები ამ საქმეს დიდ ყურადღებას დაუთმობენ“, – ამბობს აქციის მონაწილე რამაზ იაშვილი.

თეგები: ადამინის უფლებებიაქციაპარლამენტი