ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დავით ბაქრაძე: „კოალიციის პროგრამიდან გამქრალია ციფრები“

24 ოქტომბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 20

დავით ბაქრაძე: „კოალიციის პროგრამიდან გამქრალია ციფრები“

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მათი მთავარი კითხვები ბიძინა ივანიშვილთან იმ დაპირებებს უკავშირდება, რომელიც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პერიოდში ისმოდა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მათი მთავარი კითხვები ბიძინა ივანიშვილთან იმ დაპირებებს უკავშირდება, რომელიც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პერიოდში ისმოდა.

„დაპირებები მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური დონის გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული. თუმცა, გუშინ გამართულ კომიტეტების სხდომაზე ნათლად გამოჩნდა, რომ მინისტრობის კანდიდატები არ იყვნენ მზად ესაუბრათ კონკრეტულ პროგრამაზე. კოალიციის პროგრამიდან გამქრალია ციფრები,“ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ამ წუთებში პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და უმცირესობის შეხვედრა მიმდინარეობს. უმცირესობის შეკითხვები რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებს, სოციალურ პროგრამებს, ტარიფების შემცირებას, სოფლის მეურნეობის სფეროს აღორძინების კუთხით გამიზნულ ღონისძიებებს და სხვა, მათთვის საინტერესო შეკითხვებს უკავშირდება.

თეგები: დავით ბაქრაძედაპირებებიმინისტრები