ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მთავრობა ქუთაისის აეროპორტისათვის ფულს ეძებს

12 ნოემბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 18

მთავრობა ქუთაისის აეროპორტისათვის ფულს ეძებს

საქართველოს ახალი ხელისუფლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დასასრულებად 10 მილიონ ლარს ეძებს.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, აეროპორტის მშენებლობაზე ამ დრომდე 40 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, თუმცა ობიექტზე სამუშაოები დასრულებული არ არის.

„ახლა ვეძებთ ამ ფულს რომ მესამედ, კარგად გავხსნათ აეროპორტი,“ – დასძინა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრი აეროპორტის მშენებლობას უკავშირებს ეკონომიკის სამინისტროსათვის მომავალი წლის ბიუჯეტში თანხების შემცირებას. მისი თქმით, უწყების დაფინანსება 58 მილიონი ლარით მცირდება. ეკონომიკის სამინისტროს გარდა, ბიუჯეტი ფინანსთა და ენეერგეტიკის სამინისტროებსაც უმცირდებათ.

„ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ ადმინისტრაციული ხარჯები. მომავალ წელს „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა აქტუალური იქნება. მომავალ წელს ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება ახალი ოფისების აშენება, ახალი მანქანებისა და ავეჯის შეძენა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელ განხილვაზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, სამუშაოების ფონზე გაიხსნა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია მაშინ აცხადებდა, რომ დაუსრულებელი ობიექტი ხელისუფლებამ ავიაკომპანიის წინაშე აღებული ვალდებულებების გამო გახსნა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air ახორციელებს.

თეგები: აეროპორტიკოპიტნარიმშენებლობა