ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხელისუფლება სტუდენტთა საზაფხულო დასაქმებაზე უარს ამბობს

12 ნოემბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 16

ხელისუფლება სტუდენტთა საზაფხულო დასაქმებაზე უარს ამბობს

მომავალ წელს ხელისუფლება სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას აღარ განახორციელებს.

მომავალ წელს ხელისუფლება სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას აღარ განახორციელებს.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ახალი ხელისუფლება სკეპტიკურად არის განწყობილი წინასაარჩევნოდ განხორციელებული ასეთი ტიპის დასაქმების პროგრამების მიმართ.

„მომავალ წელს 40 მილიონი ლარით იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება. განათლების სფეროში დაიწყება ხელფასების ზრდის პროცესი. გაგრძელდება სკოლების რეაბილიტაცია და გაიზრდება სახელმწიფო გრანტების მოცულობა. თუმცა, ჩვენ აღარ განვახორციელებთ სტუდენტთა დასაქმების პროგრამებს. სამაგიეროდ, გამოთავისუფლებული
თანხები მიმართული იქნება მათი სწავლის საფასურის დაფარვის კუთხით. სტუდენტებს ასევე დავეხმარებით სახელმწიფო უწყებებში სტაჟირებით,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

თეგები: დასაქმების პროგრამადაფინანსებასტუდენტები