ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერელმა „მეოცნებეებმა“ საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს

15 ნოემბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 36

საჩხერელმა „მეოცნებეებმა“ საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ აბჟანდაძე „მეოცნებეებმა“ თანამდებობიდან გადააყენეს.
აბჟანდაძეს დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციამ უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობა დაატოვებინა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ აბჟანდაძე „მეოცნებეებმა“ თანამდებობიდან გადააყენეს.

აბჟანდაძეს დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციამ უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობა დაატოვებინა. თუმცა მისი შემცვლელი არ აურჩევიათ, რის გამოც საკრებულოს თვმჯდომარის პოსტი ვაკანტური დარჩა.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ნოდარ აბჟანდაძის თქმით, 22–კაციან საკრებულოში „ნაციონალებმა“ უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგეს, რაც მათი გუნდიდან 9 დეპუტატი უმცირესობის მხარეს გადავიდა.

„ოპოზიციას ამ დრომდე 3 კაცი ჰყავდა. ჩვენგან 9 დეპუტატი გადაბრძანდა მათ მხარეს. ახლა „ნაციონალები“ უმცირესობაში აღმოჩნდნენ 10 კაცით. ოპოზიციას კი 12 კაცი ჰყავს. ამიტომ, უმრავლესობით მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ თავმჯდომარე გადააყენა,“ – ამბობს ნოდარ აბჟანდაძე.

თეგები: პოლიტიკასაკრებულოსაჩხერე