ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პოლიტპატიმრების საქმეების შემსწავლელ ჯგუფს ვადა გაუხანგრძლივეს

19 ნოემბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 21

პოლიტპატიმრების საქმეების შემსწავლელ ჯგუფს ვადა გაუხანგრძლივეს

პოლიტიკური ნიშნით პატიმართა და დევნილთა საქმეების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს ვადა ორი კვირით გაუხანგრძლივდა. ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

პოლიტიკური ნიშნით პატიმართა და დევნილთა საქმეების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს ვადა ორი კვირით გაუხანგრძლივდა. ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, გახანგრძლივებულ ვადაში ჯგუფი იმ პირების საქმეებს შეისწავლის, რომელთა განსახილველად დამატებითი მასალების წარმოდგენა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, არასამთავრობოებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი ახალშემოსულ საქმეებზეც იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ სამუშაო ჯგუფი 12 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან არის დაკომპლექტებული. ბოლო მონაცემებით ჯგუფმა 184 ადამიანს პოლიტპატიმრის, ხოლო 22 პირს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა.

პოლიტპატიმრებისა და დევნილების დაზუსტებულ სიებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პარლამენტს გადასცემს, რომელიც ამ უკანასკნელთა გათავისუფლების მექანიზმებს განიხილავს.

თეგები: ადამიანის უფლებებიპარლამენტიპოლიტიკური პატიმრები