ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„მეოცნებეები“ პარლამენტში ჩაკეტეს

20 ნოემბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 17

„მეოცნებეები“ პარლამენტში ჩაკეტეს

პარლამენტში, უმრავლესობის დახურულ სხდომაზე მყოფ დეპუტატებს ოთახის კარი ჩაუკეტეს. უმრავლესობის სხდომა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჟურნალისტებმა და აპარატის თანამშრომლებმა დამთავრებიდან 20 წუთით ადრე დატოვეს.

რამდენიმე წუთის წინ, სხდომის დასრულების შემდეგ, კი გარეთ გამოსვლის მსურველ დეპუტატებს კარი ჩაკეტილი დახვდათ.

„მეოცნებეები“ ვითარების გარკვევასა და მშველელის პოვნას კარზე ხელების ბრახუნით ცდილობდნენ. საბოლოოდ, მათი ხმა პარლამენტში მყოფ დამლაგებამდე მივიდა, რომლებმაც დეპუტატები უხერხულობიდან გამოიყვანეს და ინცინდენტისთვის ბოდიში ღიმილის ფონზე მოუხადეს.

თეგები: დეპუტატებიინცინდენტიპარლამენტი