ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

არჩილ კბილაშვილი საკუთარი უწყების მაღალჩინოსანთა ბრალეულობაზე საუბრობს

12 მარტი, 2013 • სოფო ბობოხიძე • 23

არჩილ კბილაშვილი საკუთარი უწყების მაღალჩინოსანთა ბრალეულობაზე საუბრობს

პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბიზნესმენთა დარეკეტებისთვის პასუხისგება მოუწიოთ.

პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბიზნესმენთა დარეკეტებისთვის პასუხისგება მოუწიოთ. ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით გენერალურ პროკურატურაში 12 კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ქვენის ყოფილი ხელისუფლების მიერ უფლებადარღვეულ ბიზნესმენთა საჩივრებს განიხილავს. კბილაშვილის განცხადებით საგამოძიებო ჯგუფს უკვე ათეულობით დაზარალებულმა ბიზნესმენმა მიმართა, მათ შორის ერთ–ერთი ვალერი შოშიაშვილია, რომელსაც იძულების წესით სოფელ გრემში კულტურის სახლი შეასყიდინეს. გავრცელებული ინფორმაციით, შოშიაშვილმა 700 ათასი ლარი ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე გადარიცხა, საქმეში კი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნების – ბექა ბასილაიას და ზაზა მალუდეს ბრალეულობა იკვეთება.

თეგები: არჩილ კბილაშვილივიდეო სიუჟეტიპროკურატურასამართალი