ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თაღლითური სქემა ჯარიმებზე ცრუ შეტყობინებებით – მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

20 აგვისტო, 2026 • NewPress • 48

თაღლითური სქემა ჯარიმებზე ცრუ შეტყობინებებით – მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

თაღლითური ვებგვერდი ამ დრომდე აქტიურია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, მათი სახელით სავარაუდო თაღლითური სქემა განხორციელდა.

კერძოდ, 19 აგვისტოს მოქალაქეებმა მიიღეს სატელეფონო სმს შეტყობინებები მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების თაობაზე.

„შეტყობინებებში მითითებულ ბმულზე გადასვლისას იხსნება თაღლითური ვებგვერდი https://ge-polic-des.eu.cc/ge, — სადაც დატანილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ძველი ლოგო და ინფორმაცია გადაუხდელი ჯარიმის შედეგების შესახებ. ვებგვერდი იძლევა თანხის გადახდის საშუალებას საბანკო ბარათის სტანდარტული დეტალური რეკვიზიტების მითითებით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ სავარაუდო თაღლითურ სქემას, რომელიც შესაძლოა, ფულის გამოძალვას ემსახურება. მსგავსი შეტყობინების შემთხვევაში, არ გადავიდნენ მითითებულ ვებგვერდზე“, — ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა შემდგომი რეაგირების მიზნით

თეგები: თაღლითობაფულის გამოძალვაცრუ შეტყობინებები