ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოს ტყეში ხანძარი გაძლიერდა

3 დეკემბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 17

წყალტუბოს ტყეში ხანძარი გაძლიერდა

წყალტუბოში, სოფელ ნამოხვანის მახლობლად მდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი დღეს გაძლიერდა.
წყალტუბოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები თბილისიდან, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტიდან ხელმძღვანელობას ელოდებიან.

წყალტუბოში, სოფელ ნამოხვანის მახლობლად მდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი დღეს გაძლიერდა.

წყალტუბოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები თბილისიდან, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტიდან ხელმძღვანელობას ელოდებიან.

როგორც წყალტუბოს სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ ბენიძე აცხადებს, ხელმძღვანელობა ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად მოდის, თუმცა ვერტმფრენი, რომლის დახმარებით ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება უნდა მოხდეს, წყალტუბოში ჯერ არ ჩაფრენილა.

„ხელმძღვანელობა ადგილზე თავისი თვალით ნახავს რაც ხდება და გადაწყვეტილებასაც აქვე მიიღებენ. ვერტმფრენმა რომ იმუშაოს, ადგილზე ხალხის შესვლაა საჭირო, ჩვენ კი ხანძრის ტერიტორიას ვერ ვუახლოვდებით. ახლა უკვე შავი კვამლი ამოდის ტყიდან. ვერაფერს ვხედავთ და ვერც ხანძრის მასშტაბებზე ვფლობთ ინფორმაციას,“ – ამბობს თამაზ ბენიძე.

სოფელ ნამოხვანის მახლობლად მდებარე ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. როგორც მეხანძრეები აცხადებდნენ, ცეცხლი ტერიტორიაზე ტყიბულის მხრიდან გადმოვიდა, თუმცა ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, რომ ტერიტორია მეხანძრეებისათვის მიუდგომელი აღმოჩნდა.

თეგები: ნამოხვანირეგიონიხანძარი