ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დავით ბაქარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ

18 მარტი, 2013 • სოფო ბობოხიძე • 18

დავით ბაქარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის ერთიანი პოზიცია ცნობილი ხვალ გახდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დავით ბაქრაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.

ბაქრაძის შეფასებით საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსზე პოლიტიკური მხარეები ვერ შეთანხმდნენ. კანონპროექტში შეტანილი შესწორებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა პარლამენტის დათხოვნის უფლებამოსილება შეუნარჩუნდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში მომავალ რიგგარეშე არჩევნებს საქართველოს მთავრობა დანიშნავს.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ქვეყნის პირველ პირს შესაძლოა მხოლოდ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პირთა გათავისუფლების უფლებამოსილება დარჩეს. კანონპროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის გარეშე მიმდინარეობდა.

თეგები: დავით ბაქრაძევიდეო სიუჟეტიპრეზიდენტისაკონსტიტუციო ცვლილებები