ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გაძვირებული გაყინული ქათმის პროდუქტები [Video]

4 დეკემბერი, 2012 • ანა ჯანაშია • 28

გაძვირებული გაყინული ქათმის პროდუქტები [Video]

ქუთაისის ბაზარზე, ბოლო ორი თვის მანძილზე, გაყინული ქათმის პროდუქტები გაძვირდა. მოვაჭრეების თქმით, გაყინული ქათმის პროდუქტებზე ფასმა მატება, არჩევნების შემდეგ დაიწყო.

ქუთაისის ბაზარზე, ბოლო ორი თვის მანძილზე, გაყინული ქათმის პროდუქტები გაძვირდა. მოვაჭრეების თქმით, გაყინული ქათმის პროდუქტებზე ფასმა მატება, არჩევნების შემდეგ დაიწყო.

„ფასის დაწევის იმედი არა გვაქვს, პირიქით, ალბათ ზამთრის პერიოდში უფრო მოიმატებს,“– განმარტავენ ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მყოფი მოვაჭრეები. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ისინი არ ფლობენ ინფორმაციის იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია გაყინულ ქათმის პროდუქტებზე ფასების გაზრდა.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ, სხვადასხვა ფირმის გაყინული ქათმის ფასი საშუალოდ, 5 ლარიდან 7 ლარამდე შეადგენდა. დღეს, გაყინული ქათმის პროდუქტების ფასი, 7 ლარიდან 9 ლარამდე მერყეობს.

თეგები: ბაზრობებისამომხმარებლო კალათაფასები