December 18, 2012

საპარლამენტო უმცირესობას იმერეთში მცირე მასშტაბის სამუშაოები არ მოსწონს

ფინანსთა სამინისტრომ მსოფლიო ბანკის დახმარებით იმერეთის რეგიონისათვის 30 მილიონი გამოყო. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, თანხა ქუთაისისა და წყალტუბოს სამონასტრო-ტურისტული კომპლექსების რეაბილიტაციას მოხმარდება. კერძოდ, საუბარია მოწამეთას, გელათის სამონასტრო და წყალტუბოს ტურისტულ კომპლექსებზე.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა თქმით, წინა ხელისუფლების მიერ წყალტუბოსა და ქუთაისის განვითარების მიზნით, დაახლოებით 100 მილიონიან დაფინანსებაზე იყო საუბარი.

„ნებისმიერ თეთრს, რომელიც იმერეთის რეგიონის განვითარებისათვის, ან არა აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი რეგიონის განვითარებისათვის გამოიყოფა, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. მე ერთი კითხვა მაქვს. მხოლოდ მცირე მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხომ არ სჯერდება ახალი ხელისუფლება?, რადგან წინა ხელისუფლების დროს დიდ მასშტაბებზე იყო საუბარი,“ – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გია თევდორაძე.