ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გია თევდორაძე ხვარეშიას დაკითხვაზე: ზეწოლის ობიექტი ვარ მე და „ნაციონალური მოძრაობა“

20 მარტი, 2013 • სოფო ბობოხიძე • 17

გია თევდორაძე ხვარეშიას დაკითხვაზე: ზეწოლის ობიექტი ვარ მე და „ნაციონალური მოძრაობა“

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კახა ხვარეშია სამართალდამცველებმა პროგრამა „კორპუსთან“ დაკავშირებით დაკითხეს.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კახა ხვარეშია სამართალდამცველებმა პროგრამა „კორპუსთან“ დაკავშირებით დაკითხეს.

გამოძიება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დასაქმებული ადამიანების მიერ გაწეული მუშაობითა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვით დაინტერესდა.

2 საათიანი დაკითხვის მიმდინარეობისას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობასთან იმყოფებოდა ქუთაისის ყოფილი მერი, დეპუტატი გიორგი თევდორაძე, რომელიც კახა ხვარეშიას დაკითხვას პირად და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ზეწოლად აფასებს.

პროკურატურის შენობასთან ასევე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები: გიორგი ვაშაძე, თინათინ ბოკუჩავა და დავით საყვარელიძე.

თეგები: გია თევდორაძევიდეო სიუჟეტიკახა ხვარეშიაპროგრამა