ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მუნიციპალიტეტის ოფისი გაქურდეს

20 დეკემბერი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 51

ქუთაისში მუნიციპალიტეტის ოფისი გაქურდეს

ქუთაისში მერიის ტერიტორიული ორგანო გაქურდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ავრცელებს.

ქუთაისში მერიის ტერიტორიული ორგანო გაქურდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ავრცელებს. როგორც მათ მიერ გაკეთებული განცხადებით ირკვევა, შემთხვევა 19 დეკემბერს, დაახლოებით 03:00 საათიდან 05:00 საათამდე ინტერვალში მოხდა. შემთხვევის შედეგად გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს ოფისიდან უცნობმა პირებმა ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.

გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს შენობა ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სამართალდამცავებმა.

შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის მესამე განყოფილება იძიებს.

თეგები: განცხადებაქუთაისიქურდობა