December 28, 2012

ქუთაისის მერიასთან ბომბს ეძებენ

ქუთაისის მერიასთან სამართალდამცავები ამ წუთებში ბომს ეძებენ.

როგორც ირკვევა ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვამ დილით, დაახლოებით 08:00 საათიდან 08:30 საათამდე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილის ზაზა კიკნაველიძის მანქანასთან გაურკვეველი ნივთი შეამჩნია, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ამ დროისათვის ძალოვნები ტერიტორიაზე მოკვლევას აწარმოებენ. ხოლო სენაკიდან გამნაღმველებს ელოდებიან, რომლებიც გზაში იმყოფებიან.

უცნობი ნივთი დაცვის სამსახურმა მერიის ადმინისტრაციული შენობის უკანა შესასვლელთან შეამჩნია. შემთხვევის ადგილი ამ დროისათვის გადაკეტილია.