ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პარლამენტში წყალი სახანძრო გაყვანილობის მილიდან ჩავიდა

14 იანვარი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 20

პარლამენტში წყალი სახანძრო გაყვანილობის მილიდან ჩავიდა

პარლამენტის აპარატის უფროსის ზურაბ მარაქველიძის თქმით, პარლამენტის ბიუროს ოთახში წყალმა სახანძრო გაყვანილობის მილიდან გაჟონა, რამაც ბიუროს ოთახის დაზიანება გამოიწვია.

პარლამენტის აპარატის უფროსის ზურაბ მარაქველიძის თქმით, პარლამენტის ბიუროს ოთახში წყალმა სახანძრო გაყვანილობის მილიდან გაჟონა, რამაც ბიუროს ოთახის დაზიანება გამოიწვია.

„სახანძრო გაყვანილობის მილმა გადაბმის ადგილებში წყალი ვერ გაატარა და გაჟონა. რამაც მაგიდისა და სამი მიკროფონის დაზიანება გამოიწვია. ყველაფერი გაკეთდება რაც დაზიანებულია, მანამდე კი ბიუროს სხდომები სხვა ოთახში გაიმართება,“ – ამბობს ზურაბ მარაქველიძე.

პარლამენტის აპარატის უფროსის თქმით, მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია მისთვის უცნობია, რადგან ყველა ხარჯს სამუშაოების შემსრულებელი კომპანია აანაზღაურებს.

შეგახსენებთ, რომ ბიუროს ოთახის დაზიანების გამო ბიუროს სხდომა დღეს სხვა ოთახში იმართება.

თეგები: ბიუროპარლამენტიპრობლემა