ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისსა და ისრაელის ქალაქ ხულონს შორის შესაძლოა ავიარეისები დაინიშნოს

22 დეკემბერი, 2025 • Newpress • 8

ქუთაისსა და ისრაელის ქალაქ ხულონს შორის შესაძლოა ავიარეისები დაინიშნოს

დავით ერემეიშვილი ისრაელის ქალაქ ხულონის მერის მოადგილეს მიხეილ სუტოვსკის შეხვდა.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ისრაელის ქალაქ ხულონის მერის მოადგილეს მიხეილ სუტოვსკის შეხვდა. ქუთაისიდ მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობების და მომავალი პარტნიორობის შესახებ, განიხილეს ქუთაისისა და ქალაქ ხულონის დამეგობრების საკითხი, ასევე, ორ ქალაქს შორის ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობა. შეხვედრაში მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამირან კოპალეიშვილი მონაწილეობდნენ.