ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„აია“: „ქუთაისში უალკოჰოლო სასმელების ბაზარი ფალსიფიცირებულია“

7 თებერვალი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 25

„აია“: „ქუთაისში უალკოჰოლო სასმელების ბაზარი ფალსიფიცირებულია“

უალკოჰოლო სასმელების კომპანია „აია“ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტს ქუთაისში, უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე არსებული ვითარებით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს.

უალკოჰოლო სასმელების კომპანია „აია“ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტს ქუთაისში, უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე არსებული ვითარებით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ „აიას“ პრეზიდენტმა ამბერკი დვალიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომპანიის პრეზიდენტის განცხადებით, სამომხმარებლო ბაზარი ფალსიფიცირებული პროდუქციითაა გაჯერებული, რაც ბიზნესმენებსა და მომხმარებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნით.

უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე არსებული ფალსიფიკაციის გარდა, დვალიშვილი წინა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებს და ამბობს, რომ კომპანიის წილის დათმობის მიზნით ქალაქის ხელისუფლება ხშირად უკანონოდ ერეოდა მის საქმიანობაში.

თეგები: აიასასმელებიფალსიფიკაცია