ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართება

19 თებერვალი, 2013 • თეკლა მორგოშია • 19

ქუთაისში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართება

ქუთაისში, 21 თებერვლიდან ქალქის მერის, ბესიკ ბრეგაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართება. აქციებს ორგანიზებას არასამთავრობოთა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ გაუწევს.

ქუთაისში, 21 თებერვლიდან ქალქის მერის, ბესიკ ბრეგაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართება. აქციებს ორგანიზებას არასამთავრობოთა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ გაუწევს.

დაგეგმილი აქციების შესახებ, დღეს „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ წარმომადგენლებმა მერიის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, თვითმმართველობის ძირითადი პრინციპების შეუსრულებლობა – ეს ის ძირითადი დარღვევებია, რომელიც „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ წარმომადგენლებმა თვითმმართველობის ორთვიანი მონიტორინგის შედეგად დააფიქსირეს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის თითქმის ყველა უწყებაში დარღვევა დაფიქსირდა. ქალაქის მერია ფაქტობრივად გამოსულია სამართლებრივი სივრციდან და არც აპირებს დაუბრუნდეს მას, უგულებელყოფილია სასამართლოსა და მისი გადაწყვეტილებისადმი პატივისცემა. ამიტომაც კოალიცია გადადის ქმედით სტადიაში“ – განმარტა „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ წარმომადგენელმა მანანა მანაგაძემ.

როგორც არასამთავრობოთა კოალიციის წარმომადგენლები განმარტავენ, ამ ეტაპზე მათი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს ქალაქის მერი. თუმცა, „მომავალში შეიძლება საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნაც დადგეს დღის წესრიგში“, – აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლები.

თეგები: აქციებითვითმმართველობაქუთაისის მერია