ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პატიმრებს მაღალი სასჯელები არ შეეფარდებათ

19 თებერვალი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 25

პატიმრებს მაღალი სასჯელები არ შეეფარდებათ

პარლამენტის კომიტეტები სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც სასჯელთა შეკრების არსებული წესის გაუქმებას ითვალისწინებს.

პარლამენტის კომიტეტები სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც სასჯელთა შეკრების არსებული წესის გაუქმებას ითვალისწინებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას თქმით, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ამ ეტაპზე არსებული ჩანაწერით, სასჯელები მექანიკურად იკრიბებოდა და შესაბამისად, მსჯავრდებულები ძალიან მაღალ სასჯელს იხდიან.

„ამ ცვლილებას დიდი ხანია ათასობით ადამიანი ელოდება. ბევრი ადამიანი გათავისუფლდა ამნისტიით, მაგრამ ბევრი ელოდება სასჯელთა შეკრების წესის გაუქმებას. ჩვენ მხარს დავუჭერთ იმას, რომ ცვლილება გავრცელდეს უკვე გამოტანილ განაჩენებზე. ვინც სასჯელთა შეკრების წესით იხდის სასჯელს, მათაც უნდა იგრძნონ ეს სიახლე,“ – ამბობს ეკა ბესელია.

თეგები: ადამიანის უფლებებიკანონპორექტისამართალი