საპარალმენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე, “ქართულ ოცნებას” ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზეწოლის შეწყვეტისაკენ მოწოდებს. შესაბამისი განცხადება თევდორაძემ რამდენიმე წუთის წინ, დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შენობასთან გააკეთა, სადაც ამ დროისთვის ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც თევდორაძე ამბობს, თვითმმართველობაზე წნეხი მას შემდეგ გაიზარდა, რაც “ქართულ ოცნებას” ქუთაისის საკრებულოში გადატრიალების მცდელობა ჩაეშალა. “თემურ ცამციშვილით პროკურატურა დაინტერესდა იმიტომ, რომ ის ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობს და პირდაპირ თუ ირიბად, “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის დაკავშირებული. გუშინ დაკითხვაზე დაიბარეს ქალაქის მერი, რაღაც ძველ საქმეზე. დღეს დაბარებულია ვიცე–გუბერნატორი. ეს ყველაფერი გაგრძედლება მანამდე, ვიდრე “ქართული ოცნება” ადგილობრივ თვითმმართველობაზე კონტროლს არ აიღებს,” – აცხადებს გია თევდორაძე.
გიორგი თევდორაძე “ქართულ ოცნებას” ზეწოლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს
2 მარტი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 27
საპარალმენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე, “ქართულ ოცნებას” ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზეწოლის შეწყვეტისაკენ მოწოდებს. შესაბამისი განცხადება თევდორაძემ რამდენიმე წუთის წინ, დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შენობასთან გააკეთა.
თეგები: განცხადება • გიორგი თევდორაძე • ზეწოლა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები